11-04-2024
ნალიტიკოსი გია აბაშიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ემიგრანტს, რომელმაც წლების განმავლობაში თანხა დააგროვა, საქართველოში დაბრუნებისთანავე "გამჭვირვალობის კანონი" შეეხება, რაც კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით სიცრუეა.
აბაშიძე აღნიშნავს, რომ სირცხვილია ნაცსექტის "მესიჯბოქსის" თუთიყუშივით დაუფიქრებლად გამეორება!
მისივე თქმით, კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს, არც ემიგრანტებს, არც მათ ოჯახებს, არც სტუდენტებს, არც ინდმეწარმეებს, არც მეცნიერებს და არც სპორტულ ფედერაციებს, არც კომერციულ იურიდიულ პირებს.
"როგორც ჩანს დეზინფორმატორებსა და ყალბ პატრიოტებს, როგორიცაა ნინო ქათამაძე ხშირად უნდა შევახსენოთ ახლო წარსულის კონცერტები ოკუპანტ რუსეთში. ნინო ქათამაძე ნიჭიერი მუსიკოსია, შესაძლოა, ბევრს არ მოწონდეს, მაგრამ როცა ბოროტ ტყუილს უსინდისოდ აკადრებ საზოგადოებას, წყალში ყრი ყველა წარმატებას. სირცხვილია ნაცსექტის "მესიჯბოქსის" თუთიყუშივით დაუფიქრებლად გამეორება!
კანონპროექტი ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა დაფინანსება 20%-ზე მეტია.
კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს, არც ემიგრანტებს, არც მათ ოჯახებს, არც სტუდენტებს, არც ინდმეწარმეებს, არც მეცნიერებს და არც სპორტულ ფედერაციებს, არც კომერციულ იურიდიულ პირებს"- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.