გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიში: ჩვენი მოკავშირეები ყოველთვის მეგობრებივით არ იქცევიან, განსაკუთრებით აშშ იყენებს მეთოდებს ინფორმაციის მოსაპოვებლად და ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად

13-04-2024

საფრანგეთის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის 2022-2023 წლის საქმიანობის ანგარიშში მიმოხილულია საფრანგეთში უცხოური ჩარევის რისკები და მათგან თავის არიდების გზები.საფრანგეთის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის 2022-2023 წლის საქმიანობის ანგარიშში მიმოხილულია საფრანგეთში უცხოური ჩარევის რისკები და მათგან თავის არიდების გზები.


აღნიშნული დოკუმენტი გამოყენებულია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის გასამყარებლად, რომელიც გარე ჩარევის წინააღმდეგ არის მიმართული, როგორც ანგარიშშია მითითებული, საგარეო ჩარევა სულ უფრო დაუბრკოლებლად ხდება და ეხება საქმიანობის ყველა სფეროს.


ამასთან, აღნიშნულია, რომ მოკავშირე ქვეყნები სულაც არ არიან საფრანგეთის მეგობრები და ისინი ცდილობენ, კანონის ექსტერიტორიულობის მეშვეობით მოიპოვონ სხვადასხვა ინფორმაცია და ძირი გამოუთხარონ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.


„საგარეო ჩარევა სულ უფრო დაუბრკოლებლად ხდება და ეხება საქმიანობის ყველა სექტორს, დემოკრატიული ცხოვრებიდან ეკონომიკურ ცხოვრებამდე, კვლევის სამყაროდან ციფრულ სივრცეებამდე. ისინი მრავალ ფორმას იღებენ: დეზინფორმაციული ოპერაციები, კიბერშეტევები, ჯაშუშობა, ექსტერიტორიულობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შესაძლებლობები, კორუფცია, ღალატი და ა.შ. რუსეთისა და ჩინეთის გარდა, სხვა უცხოური ძალებიც მიმართავენ ჩარევას, მაგალითად, თურქეთი რელიგიური პრაქტიკის ბერკეტით, ასევე ირანი და მაღრიბის სხვა სახელმწიფოები და სპარსეთის ყურის ქვეყნები. ჯაშუშობა არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს სამხედრო გაგებით, ის ასევე ეხება ეკონომიკურ სფეროს და აქ ჩვენი მოკავშირეები ჩვენი მეგობრები არ არიან. სუვერენიტეტის ცნებას ყველა სხვა მოსაზრებაზე უპირატესობა უნდა ჰქონდეს. მათ მიერ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, კანონის ექსტერიტორიულობით, სხვადასხვა ოპერატიული მეთოდები გამოიყენება შესაბამისი ინფორმაციის მოსაპოვებლად და ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად" - აღნიშნულია ანგარიშში.


დოკუმენტში ასევე საუბარია, საკუთარი თავის დაცვაზე საგარეო ჩარევისგან და ამ მხრივ ბრძოლის ეფექტიანი ინსტრუმენტების შემუშავებაზე.


„ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები არის ჩვენი სიძლიერე და ამავე დროს სისუსტე ავტოკრატიული რეჟიმების წინაშე, რომლებიც ჩვენგან უკვე განდევნილი მეთოდებით მოქმედებენ. საუბარია საკუთარი თავის [საფრანგეთის] დაცვაზე საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ინსტრუმენტების შემუშავებით, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებების დარღვევის გარეშე" - წერია დოკუმენტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930