გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ვერც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს

14-04-2024

„როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობს ევროპულ და კერძოდ, გერმანულ ბიუროკრატიაზე, ის, მათ შორის, გულისხმობს იმასაც, რომ ძალიან ცუდია, როდესაც გერმანიის კანცლერის ბრიფინგის თარჯიმნად ირჩევენ სსრკ კომუნისტური პარტიის საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორის, ნიკო ანდრონიკაშვილის ვაჟს, რომელიც КГБ-ს საუკეთესო ტრადიციებში ატარებს ბანალურ სპეცოპერაციას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.


მისი თქმით, დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის გამო არაპროგნოზირებული ვითარების თუ სხვა უამრავი გარემოებების გამო, ვერც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს.


„ძალიან უხერხულია, ასევე, როდესაც გერმანული ბიუროკრატია არ აწვდის კანცლერს დადასტურებულ ინფორმაციას იმავე საფრანგეთზე, სადაც აუცილებლად იქნება მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ მაშინ, როდესაც გერმანიის პირველი პირი აცხადებს, რომ „ჩვენ ამას არ დავუშვებთ". ეს კანონი მიღებული იქნება მათ შორის 2022-2023 წ.წ. საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიშის გამო.


ამ დოკუმენტში უცხოური გავლენების „ჯაშუშურ" რისკ-ფაქტორებად რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, პირდაპირ არის ნახსენები აშშ, თურქეთი, ირანი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი - მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ - ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროების თვალსაზრისით, სადაც „მოკავშირე არ უდრის მეგობარს". დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ აშშ ხშირად არ იქცევა როგორც საფრანგეთის მეგობარი, სხვადასხვა მეთოდს იყენებს მონაცემების მოსაპოვებლად და საფრანგეთის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად.


„საგარეო ჩარევა სულ უფრო დაუბრკოლებლად ხდება და ეხება საქმიანობის ყველა სექტორს, დემოკრატიული ცხოვრებიდან ეკონომიკურ ცხოვრებამდე, კვლევის სამყაროდან ციფრულ სივრცეებამდე. ისინი მრავალ ფორმას იღებენ: დეზინფორმაციული ოპერაციები, კიბერშეტევები, ჯაშუშობა, ექსტერიტორიულობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შესაძლებლობები, კორუფცია, ღალატი და ა.შ.“ - აღნიშნულია საფრანგეთის დაზვერვის ანგარიშში.

ამიტომ, „გამჭვირვალობის" შესახებ კანონს აუცილებლად მიიღებენ საფრანგეთში, ისევე, როგორც - საქართველოში. დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის გამო არაპროგნოზირებული ვითარების თუ სხვა უამრავი გარემოებების გამო, ვერც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930