გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა

15-04-2024

„საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა  მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში ფრანგმა გაიგო, მოეწონა კიდეც და უკვე მიღებული აქვს ქვედა პალატას და მიიღებს სავარაუდოდ ზედა პალატითაც“ –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.


მდინარაძის თქმით, საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში.


„შეცდომაც კი ჰქონდათ დაშვებული, დაინიცირებულ პროექტში, ევროპის ქვეყნებიც კი იყო დაფარვის ზონაში კანონის. სიმკაცრეზე რომ ლაპარაკობთ, საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში. მეტი სიმკაცრე რა გინდათ და ჩვენ მონიტორინგი 6 თვეში რატომაა და ერთ წელიწადში რატომ უნდა შეავსოს დეკლარაცია ამაზე ვლაპარაკობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930