გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯგუფური ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 და 10 წლით პატიმრობა მიესაჯათ

26-09-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულები თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა პირებმა - თ.ზ.-მ და მ.კ.-მ თბილისში, უკანონოდ შეაღწიეს ლ.ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღით დაშინებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ 10 816 ლარს, სხვადასხვა საოჯახო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა თ.ზ. და მ.კ. 2017 წლის 29 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს.


მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ემუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, ხოლო თ.ზ.-ს ბრალდება ასევე წარედგინა 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.ზ.-ს 10 წლით, ხოლო მ.კ.-ს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930