გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: რუსეთი რომ გვდომოდა, 10 წელიწადი ევროპისკენ გზაში რატომ დავხარჯეთ და ამით „პატრიოტული" ძალების განაწყენება გამოვიწვიეთ?!

16-04-2024

„ეს სასარგებლო იდიოტები მართლა შემოიყვანენ რუსულ ტანკებს თბილისში! ესენი ხლეჩენ ქვეყანას ორ კოლონიზატორს შორის - მათთვის თავისუფლება და ღირსება ისეთივე უცხო ხილია, როგორც - აზროვნება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ აქციაზე გამოსულთ ეხმაურება.


როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, დაუნდობელი და საშინელი ძალაა გაუნათლებელი გენდერი და მსგავსი ვერაგი მტერი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია.


„როგორი ძნელია უტვინო გენმოდიფიცირებულებს აუხსნა ანბანური ჭეშმარიტება! ამ კანონს ხელისუფლება იყენებს იმისთვის თურმე, რომ ევროპულ გზას ჩამოსცილდეს!!! და რომ ვერ უხსნი, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მოაწერა ხელი ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებას, მიაღწია ევროვიზალიბერალიზაციას, შეიტანა კონსტიტუციაში დასავლური კურსის ჩანაწერი, მიიღო ევროპერსპექტივა, გახადა ქვეყანა EU წევრობის კანდიდატად!!! და ეს ყველაფერი - რატომ?!


რატომ არ შეწყვიტა ეს სვლა-გეზი ამ უკანასკნელ 10 წელიწადში? რატომ „მიათრევდა" ამ ტვინგამოცლილ და ჩლუნგ, „გულანთებულ" იდიოტებს ამ ევროპულ ოჯახში და აწყდებოდა ყოველ ჯერზე მათი ლიდერების სასტიკ, პრაქტიკულ წინააღმდეგობას?! აზრადაც რატომ არ მოსვლია ამის მაგივრად СНГ-ში, საბაჟო კავშირში თუ ОДКБ-ში გაწევრიანების წამოწყება?! აზრადაც! არავის! არასდროს! რა რუსულ გუბერნიად უნდა გადავიქცეთ? რატომ ხართ ასეთი ოლიგოფრენები!!! დავიჯერო მშობლებიც ასეთი ერთუჯრედიანები გყავთ?! ჩართეთ ლოგიკური, ან უბრალოდ, აზროვნება და აუხსენით ეს უმარტივესი ლოგიკური განტოლება!


ეს სასარგებლო იდიოტები მართლა შემოიყვანენ რუსულ ტანკებს თბილისში. ეს მონები, ლაქიები და მარიონეტები! ესენი ხლეჩენ ქვეყანას ორ კოლონიზატორს შორის - მათთვის თავისუფლება და ღირსება ისეთივე უცხო ხილია, როგორც - აზროვნება. ყრუ კედელს ეჯახები, როდესაც რეალობის აბსოლუტურად გაუკუღმართებულ აღქმას აწყდები! რუსეთი რომ გვდომებოდა - 10 წელიწადი ევროპისკენ გზაში რატომ დავხარჯეთ და ამით „პატრიოტული" ძალების განაწყენება გამოვიწვიეთ! დაუნდობელი და საშინელი ძალაა გაუნათლებელი გენდერი! მსგავსი ვერაგი მტერი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930