16-04-2024
„თიბისი დაზღვევამ“ და „ენთებმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრზე, იქნება ეს ჯანმრთელობის თუ სხვა სადაზღვევო პაკეტები.
თიბისი დაზღვევა მე-8 წელია ბაზარზეა და ეხმარება მომხმარებლებს ცხოვრების გამარტივებაში. ბრენდის მიზანი თავიდანვე იყო მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული ბაზრისთვის. საწყისი ეტაპებიდან დაინერგა სხვადასხვა ტიპის ციფრული და თანამედროვე მიდგომები, რაც დაზღვევის პროცესის გამარტივებას უზრუნველყოფს. თიბისი დაზღვევის ყველა საცალო პროდუქტის შეძენა დისტანციურად არის შესაძლებელი. დაარსებიდან თიბისი დაზღვევამ თავის მომხმარებლებს 300 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აუნაზღაურა.
„ენთებისთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ პარტნიორ კომპანიებს, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება მაღალი სტანდარტებით. თიბისი დაზღვევა წლებია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი დონის მომსახურებას და ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”
“ჩვენთვის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია “ენთებთან” თანამშრომლობა, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხის შეთავაზება და ცხოვრების გამარტივებაა.” - სერგო საყვარელიძე, თიბისი დაზღვევის სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორი.