26-09-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი შინდისის, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ქერჩის, 26 მაისის (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, გობრონიძის, ავალიშვილის და მამკოდის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას შიო მღვიმელის, ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძის, როდენის და თუმანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 10:30 საათიდან 17 საათამდე ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ილურიძის, ეკა ბეჟანიშვილის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 16 საათამდე რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ამაღლების, წავკისის, ოქროყანის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ლაღიძის, ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 13 საათამდე პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის და აკაკი ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე კი დიღმის მასივი I კვარტლის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ბოხუას, ფეიქართა, ჭიაურელის, ჩაჩავას და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.