გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა, თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო - ჭეშმარიტად ასეა და ეს საქმით დასტურდება

17-04-2024

დიახ, 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა! თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის დადასტურებაა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.


"დიახ 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა! სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! ეს საქმით დასტურდება და ამის დამადასტურებელია ის, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციის წევრობის ხელშეკრულებას!


გაფორმდა ხელშეკრულებები:ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის! ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ! და ბოლოს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი! მაშასადამე საქმე კარგად მიდის და ევროპა ჩვენგან მოითხოვს დემოკრატიის სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ყველა სფეროს გამჭვირვალეობას! დარწმუნებული ვარ ამიტომაც უჭერენ ჩვენი ფეხბურთელები მხარს საქართველოს ევროპულ გზას!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031