გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუღლის ცემაში, სიდედრის დახრჩობის მცდელობასა და სიმამრის დაჭრაში ბრალდებულს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

27-09-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ოჯახში ძალადობის, ნივთის დაზიანების და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ბ.ა. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბ.ა.-მ 2017 წლის მაისში ურთიერთშელაპარაკების დროს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ.გ.-ს მობილური ტელეფონი განზრახ იატაკზე დაგდებით დააზიანა, შემდეგ კი ნ.გ.-ს დედას - ი.გ.-ს ხელი გაარტყა სახეში და ყელში ხელის წაჭერით მის დახრჩობას შეეცადა.


სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 30 აპრილს, ბ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს, ნ.გ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ყელის არეში ხელები მოუჭირა, ხოლო მათ გასაშველებლად მისული ი.გ. კედელს მიანარცხა. აღნიშნულის გამო, კონფლიქტში ი.გ.-ს მეუღლე რ.დ. ჩაერია, რა დროსაც ბ.ა.-მ მას საკანცელარიო დანით სახის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც რ.დ.-მ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.


სამართალდამცველებმა ბ.ა. 2018 წლის 30 აპრილს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’-187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ), 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031