17-04-2024
თქვენ მოგისმენიათ საჯარო არგუმენტი, რატომ არის ქართული კანონი ცუდი, რატომ ეწინააღმდეგებიან? ბუნებაში ვერც იარსებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უცხოელი პარტნიორების პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ უჭირთ არგუმენტირება, პრობლემა არის ის, რომ არგუმენტი არ არსებობს, ამიტომ არგუმენტებით ვერაფერს ამბობენ.
„პრობლემა ის კი არ არის, რომ არსებობს არგუმენტი და ვერ გვიმტკიცებენ, უბრალოდ არგუმენტი ვერ იქნება, ვინაიდან ერთადერთი, რაც ამ კანონში წერია, არის ის, რომ NGO იღებს დაფინანსებას და ხალხს ეუბნება, ვისგან მიიღო ფული და რაში დახარჯა ეს ფული. როგორ შეიძლება, ეს იყოს ცუდი და წინააღმდეგობაში ევროპულ სტანდარტებთან? პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ უჭირთ არგუმენტირება. პრობლემა არის ის, რომ არგუმენტი არ არსებობს, ამიტომ არგუმენტებით ვერაფერს გვეუბნებიან", - განაცხადა პრემიერმა.