გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში რუხის მეგობრობის ზეიმის ამსახველი დოკუმენტური ფილმისა და ფოტოალბომის პრეზენტაცია გაიმართა

27-09-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში რუხის მეგობრობის ზეიმის ამსახველი დოკუმენტური ფილმის „რუხი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კვალდაკვალ“,ფოტოალბომისა და ჟურნალისტ მაყვალა ბერიანიძის წიგნის „რუხის ციხე-სიმაგრესთან ნათქვამი ფიცით...“ პრეზენტაცია გაიმართა.


დარბაზში გამოფენილი იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობისა და სახალხო ზეიმის ამსახველი ისტორიული ფოტოები.


ფოტოგამოფენა ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობას და იმ სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს ასახავდა, რომელიც 1979 წლიდან საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ინიციატივით დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა.


სახალხო ზეიმი საყოველთაო მშვიდობის იდეას ემსახურებოდა.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, რუხის შეხვედრების მონაწილეები, ჟიული შარტავას მეუღლე და მეგობრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031