გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს

18-04-2024

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ყველა სარეალიზაციო ობიექტი ვალდებულია, განახორციელოს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა და დაიცვას რეალიზაციის პირობები.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა გიორგი იაკობაშვილმა და ზურაბ ლიპარტიამ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტების კონტროლის მექანიზმები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

 

„აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლის მექანიზმის სრულყოფა მნიშვნელოვანია როგორც თხილის წარმოების, ასევე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის გასაზრდელად. თხილის დაზიანებას, ფაროსანასთან ერთად, იწვევს სხვა მავნებელ-დაავადებებიც, რომელთა დამარცხება შესაძლებელია ხარისხიანი ქიმიკატებით“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ. 

 

აღსანიშნავია, რომ მეთხილე ფერმერებს პროგრამის ფარგლებში მიღებული ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, რომელთაც მინიჭებული აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება. გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ინსპექტორები სახელმწიფო კონტროლს წელსაც აღიარების მქონე ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში განახორციელებენ; ლაბორატორიული კვლევისთვის დაგეგმილია 500-მდე ნიმუშის აღება.

 

“თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისათვის გაიცემა სუბსიდია თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად; სუბსიდიის მისაღებად,  პირს   საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ  0.2 ჰა, არაუმეტეს 3 ჰა.  სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით  1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.

 

სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების სტიმულირების გზით“ –აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930