გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბავშვო ბაღში კარაქის ნაცვლად სპრედის შეტანის გამო ერთი მეწარმე პასუხისმგებლობაში მიეცა

27-09-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირს, ერთ-ერთი ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელს, 2018 წელს,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისორ მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის კარაქიუნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაყალბებული დოკუმენტებისა და კარაქის შესაფუთი მასალის გამოყენებით, საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანა და მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031