გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო- თვალთმაქცობა ადვილად შესამჩნევია

19-04-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებენ.


როგორც ანალიტიკოსი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო.


„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო - თვალთმაქცობა ადვილად შესამჩნევია, უწინარესად, იმ ხალხისთვის, რომელთა ისტებლიშმენტიდანაც ვისმენთ "დარიგებას".


არცთუ ისე დიდი ხნის წინ, აწ უკვე ყოფილ კონგრესმენს ადამ კინზინგერს სასტიკად უპირისპირდებოდა მისი ოლქის ელექტორატი ილინოისიდან - შტატის საქმეებს მიხედე და შენი განსახილველი არაა საქართველოს საარჩევნო სისტემა! იყო ამგვარი მწვავე განცხადებებიც სოცქსელში.


იმის გარდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ამერიკის განვითარების ხარჯზე უკრაინის დახმარებაზე აკრიტიკებენ ამერიკელები, ამას ემატება ცეცხლმოკიდებული ახლო აღმოსავლეთის გამო აღშფოთება, ახლა უკვე საქართველოს გამოც მართებულად შეწუხდნენ აშშ-ის მოქალაქეები.

5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები კი არაა შორს“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930