გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
სპირიდონ ვაწაძე-რომანოვის მკურნალი ექიმი და ჰენრი ფორდის მძახალი

14-01-2018

სპირიდონ ვაწაძე იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვის, მკურნალი ექიმი გახლდათ.

მისი შთამომავალი, გიორგი შარაშიძე, სპირიდონ ვაწაძის მოღვაწეობასა და მის დამსახურებაზე საუბრობს:

,,ჩემს დიდ ბაბუას, სპირიდონ ვაწაძეს, პეტერბურგის სამხედრო-სამ-ედიცინო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. შემდეგ თბილისის ნიჟეგოროდის პოლკის ჰოსპიტალში მუშაობდა. მოგვიანებით, გრიგოლ ორბელიანმა თბილისში კავკასიის ექიმთა საზოგადოება დააარსა, რომლის პრეზიდიუმის წევრი სპირიდონ ვაწაძე იყო. მისი სახელი მალე საქართველოს ფარგლებს გასცდა, ნიკოლოზ II-ის ყურამდეც მივიდა და იმპერატორმა თავისი ტუბერკულოზით დაავადებული ძმის, გიორგი რომანოვის მკურნალ ექიმად დანიშნა.

უფლისწული გიორგი თავს ყველაზე კარგად საქართველოში, აბასთუმანში გრძნობდა. ამიტომ მისთვის რომანოვებმა აბასთუმანი საუცხოოდ მოაწყვეს: სასახლე ააშენეს მდიდრული აბაზანებით. უფლისწულის სურვილით ამ მიდამოებში ააგეს ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია, რომელიც თავისი არქიტექტურით ზარზმის მონასტრის ანალოგია. სწორედ ამიტომ მას ,,ახალ ზარზმასაც" უწოდებენ. აბასთუმანი, როგორც კურორტი, ამ პერიოდიდან იღებს სათავეს, ისევე­ როგორც ლიკანი. ლიკანშიც სპირიდონ ვაწაძის რეკომენდაციით შეირჩა ადგილი ცივ წყაროსთან, სადაც რომანოვებმა 1892-1895 წლებში საზაფხულო­რეზიდენცია ააშენეს“,-აცხადებს გიორგი შარაშიძე.

მისი ცნობითვე, თბილისში პირველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დაარსებაც სპირიდონ ვაწაძის სახელს უკავშირდება.

,,დღეს რომ არამიანცის საავადმყოფოს ეძახიან, ეს შენობები მოგვიანებით აშენდა. მანამდე ამ მიდამოებში სპირიდონ ვაწაძის თაოსნობით თბილისში პირველი ინფექციური სტაციონარი, 20-საწოლიანი ბარაკის ტიპის საავადმყოფო გაიხსნა. 1911 წელს კი მისი თაოსნობით პირველი სამედიცინო დახმარების ეტლები შემოიტანეს. სპირიდონ ვაწაძეს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, კოტე აფხაზთან, ივანე მაჩაბელთან. ილია სპირიდონის უფროსი შვილის ნათლიაც იყო“,- ამბობს შარაშიძე.

მისი თქმითვე, სპირიდონის მეუღლე მარია ხრისტიჩი გახლდათ, მამით - სერბი, დედით - ქართველი. მარიას დედა სურგუნაშვილი ყოფილა გვარად. მისი დიდი პაპა, ერეკლე II-ის დროს, ქალაქისთავი ყოფილა.

,,მარიასა და სპირიდონის უფროსი ვაჟი, ალექსანდრე, რევოლუციის შემდეგ საქართველოდან იტალიაში წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. წლების შემდეგ კი ოჯახს შეატყობინეს, რომ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი მილიონერის, ჰენრი ფორდის (სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას) ერთადერთ ქალიშვილზე იქორწინა.

სპირიდონის მეორე ვაჟი, ერასტი, ახალგაზრდა გარდაიცვალა. კიდევ ერთი ვაჟი, იოსები, ტექნიკურ უნივერსიტეტში კათედრას ხელმძღვანელობდა, სწორედ მის სახელს უკავშირდება თბილისში - დენის, შემდეგში კი ტრამვაის ქსელების გაყვანა. ქალიშვილი ნინა, ცნობილი პიანისტი გახლდათ. ბაბუაჩემი, გიორგი ვაწაძე, მესამე იყო სპირიდონ ვაწაძის შვილთაგან“,- აღნიშნავს გიორგი შარაშიძე.

რევოლუციის შემდეგ ოჯახს ყველაფერი ჩამოართვეს, დაწყებული გლდა-ნის აგარაკით, დამთავრებული თბილისში 45-ოთახიანი სახლით, რომელიც ლენინგრადის ქუჩა #9-ში მდებარეობდა.

რაც შეეხება უფლისწულ გიორგი რომანოვს, შარაშიძის ცნობით, 1899 წლის 28 ივლისს მან ,,ტრიციკლით” (ბენზინზე მომუშავე სამთვლიანი ველოსიპედი) გაისეირნა და ზეკარის უღელტეხილიდან აბასთუმნისკენ მომავალი მოულოდნელად, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.



წყარო: კვირის პალიტრა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930