22-04-2024
გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ! „მამული, ენა და სარწმუნოება“, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას დაესწრება.
„გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ! მამული, ენა და სარწმუნოება, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით!
ვერავინ მოახერხებს საქართველოს უკრაინიზაციას!
ვერავინ მოაწყობს რუსთაველზე მაიდანს!
ვერავინ მოახერხებს რევოლუციასა და ქვეყნის არევას!
სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს და ამიტომაცაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის ყველა უსამშობლო, გენმოდიფიცირებული პერსონა თუ პარტია საქართველოში და გლობალური ომის კონგლომერატი საზღვრებს გარეთ!
გაინტერესებთ ვინ ირჩევს ევროპას მხოლოდ, ქართული სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით?
კარგად დაგვაკვირდით 29 აპრილს!“, - წერს ქადაგიძე.