გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ლავრისხევში გზის რეაბილიტაცია გრძელდება

22-04-2024

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან  და ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან სოფელ ლავრისხევთან და ლავრისხევის სააგარაკე დასახლებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის  მიმდინარეობას გაეცნენ.


„პროექტი ითვალისწინებს 2400 გრძივი მეტრი ამორტიზებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას, რომელიც ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.


პროექტი რეგიონების განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“  ახორციელებს” –აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930