გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარის და კამპანიის ფონზე წარიმართოს ეს არჩევნები

27-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობს.


პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანიის წარმართვა უნდა და არ სურს, მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს დაემსგავსოს.

 

“ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარის და კამპანიის ფონზე წარიმართოს ეს არჩევნები, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი, ის არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ არ ვიცი, ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს „ვირჩევთ“ საქართველოს პრეზიდენტად. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა ამაზე კამპანიის აგება. როდესაც კაცი გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ მის გულში მუდმივად რჩება რუსეთი და მას აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, უფრო სწორად, რუსეთს აქვს ასეთი დამოკიდებულება, მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის პარადოქსი. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. არ გვინდა დავემსგავსოთ მას. გესმით თქვენ სპეკულაციები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. გესმით აბსოლუტურად ბინძური კამპანია, მოღალატე და ა.შ. მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული. ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე. უბრალოდ, ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ გვინდა. გვინდა, რომ ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანია წარვმართოთ. არ გვინდა, დავემსგავსოთ გრიგოლ ვაშაძეს, „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ - ამ, აბსოლუტურად, მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031