23-04-2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების" ქმედებებზეც შეკრებების დროს.
„თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2"-თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და „ნაცმოძრაობამ" მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც, „იბერიას" და ა.შ. აღარ მოვყვები და ბოლოს კულმინაცია იყო „იმედში" პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა, „იმედის" დარბევა და „იმედის" მოროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან, ეს იყო მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს დამოკიდებულება გრძელდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ეს არის ზოგადად რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების" ქმედებებზეც შეკრებების დროს. ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზეც აისახა შეკრებების დროს, როდესაც ეს ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები და სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები, თავს ესხმოდნენ „იმედს" და სხვა ტელევიზიებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.