გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

27-09-2018

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ ხელი მოაწერა, რომლის თანახმადაც სულ  111 პირია შეწყალებული.


შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანი. ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალბატონსა და 6 არასრულწლოვანს.


შეწყალების საკითხთა კომისიამ 19-23 სექტემბრის პერიოდში  866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.


კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილა.


"გიორგი მამალაძის საქმე შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა. გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განსაკუთრებული წესით განიხილავდა, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას შეწყალების პროცესის დებულება ითვალისწინებს. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ ვინც ესწრება კომისიის სხდომას.

გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა”, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.


რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031