გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ხმების  27%-ს არ გასცდეს

27-09-2018

საქართველოს პარლამენტის თამვჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდანტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.


მისივე თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდანტის მიერ მიღებული ხმები 27%-ს არ გასცდეს. 


„მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა  კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად აიღო 27%-ი 2017 წლის არჩევნებში, მანამდე 27%-ი აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2016 წლის არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს არ გასცდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი საქართველოს წინაშე და მთავარი დანაშაული უკავშირდება, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილმა,  რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი ჩააბარა. ეს არის მათი უმძიმესი დანაშაულის შედეგი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძე კომპანია „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა.

 

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა, ჩვენ ჩვენს შიდა კვლევებს არ ვასაჯაროებთ, რაც არის ლოგიკური, იმიტომ რომ, ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ კვლევა ვერ იქნება ფართო საზოგადოებისთვის დასკვნების გამოტანის საფუძველი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აქვეყნებს თავის კვლევებს, მათ ალბათ რაღაც იაფფასიანი გათვლა აქვთ, რომ შეიძლება ამან რაიმე გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930