გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო უნივერსიტეტს ხვალ კიტა და აკაკი ჩხენკელების აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი გადაეცემა

27-09-2018

ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების,  კიტა და აკაკი ჩხენკელების აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი გადაეცემა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, შვეიცარიის კონფედერაციის  სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ლუკას ბეგლინგერი, არქივის მფლობელები მარიანა და თომას კრაიერები და თომას ჰოიზერმანი, კომპანია „წყალი მარგებელის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი დაესწრებიან.


უნიკალური არქივი აკაკი ჩხენკელის (1874-1959) და კიტა ჩხენკელის (1895-1963) მემკვიდრეობისგან შედგება და მასში ათასობით დოკუმენტია დაცული, მათ შორის, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა, ქართულ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები. არქივი, რომელიც შემდგომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იქნება დაცული, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ამასთან, არქივში არსებული პირველი და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მასალები საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოს აკადემიური და სამეცნიერო წრეებისთვის, არამედ, მას აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. ჩხენკელების არქივში დაცული დოკუმენტები იმდროინდელ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც ასახავს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31