გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან

25-04-2024

„უსამშობლოთა ზეიმია დღეს. ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, დღევანდელ დღეს უქმად გამოაცხადებდნენ და ევროკომისიის გადაწყვეტილებას არც დაელოდებოდნენ. ჩვენ კი დაველოდოთ, ხოლო ევროსაბჭოთა კავშირის მხრიდან ესოდენ „სარფიანი" შემოთავაზება გავარჩიოთ 29-ში“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


როგორ ქართველიშვილმა აღნიშნა, „შემოთავაზება, რომელზეც უარი არ უნდა თქვა" არის ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს შავი ფულის გაუმჭვირვალე ათვისების „საპატიო" მისიით.


„ამას ჰქვია „შემოთავაზება, რომელზეც უარი არ უნდა თქვა". ანუ, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შავი ფულის გაუმჭვირვალე ათვისების „საპატიო" მისია, ფართო გზა გაუხსნას ლგბტ-პროპაგანდას, საპატიმროდან გაათავისუფლოს ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი კრიმინალი-იდეოლოგი, სანქციების ქვეშ აიყვანოს „მეცენატი და ქველმოქმედი" (©კელი დეგნანი, 2022 წლის მარტი) - და ამ შემთხვევაში შეიძლება ევროპაში შესასვლელად ვიზები აღარ დაგვიბრუნონ. ხო... დამავიწყდა - და აფხაზეთი „სახელმწიფოა".


უსამშობლოთა ზეიმია დღეს. ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, დღევანდელ დღეს უქმად გამოაცხადებდნენ და ევროკომისიის გადაწყვეტილებას არც დაელოდებოდნენ. ჩვენ კი დაველოდოთ, ხოლო ევროსაბჭოთა კავშირის მხრიდან ესოდენ „სარფიანი" შემოთავაზება გავარჩიოთ 29-ში, როდესაც რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან, ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან და 9 აპრილის გმირების სულებში ჩაფურთხებასთან…“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930