გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნიკა გვარამია და გიული ალასანია იყვნენ ჩასული, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ ევრორეზოლუციის უკან რა დონის დაფინანსება და ლობიზმი დგას

25-04-2024

„ევროპარლამენტის მხრიდან უცხო არ არის მსგავსი უსამართლო რეზოლუციების მიღება, რომლებიც ამასთანავე ეყრდნობა დეზინფორმაციას,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებს ვერ გააფუჭებს. „ევროპარლამენტის მხრიდან მოწოდებას, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკომისია არ გაითვალისწინებს,“ - აღნიშნა მან.


„ევროპარლამენტის მხრიდან უცხო არ არის მსგავსი უსამართლო რეზოლუციების მიღება, რომლებიც ამასთანავე ეყრდნობა დეზინფორმაციას. ეს რეზოლუცია ევროპარლამენტის რეპუტაციის კიდევ ერთი სირცხვილის ლაქაა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნიკა გვარამია და გიული ალასანია იყვნენ ჩასული, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ ევრორეზოლუციის უკან რა დონის დაფინანსება და ლობიზმი დგას.


აღნიშნული რეზოლუცია საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს. ევროპარლამენტის მხრიდან მოწოდებას, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკომისია არ გაითვალისწინებს,“ - განაცხადა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728