გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, ქართველებს ევროპული ღირებულება უკვე გვაქვს, ამ ღირებულებით ვცხოვრობთ და ევროპულ ღირებულებას რეზოლუცია ვერ ადგენს - ეს რეზოლუცია, მათრახივით რომ იყენებს ევროპარლამენტი, სწორედაც რომ არაევროპულია

25-04-2024

რა უდევს საფუძვლად ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას და რამ შეიძლება დააყენოს რისკის ქვეშ მისი მოქმედების საკითხი - ამ თემაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციას ქვეყანა და ხელისუფლება გარკვეულიო დამსახურებების გამო იღებს და მხოლოდ ამ დამსახურებების საფუძვლის მოშლა შეიძლება გახდეს მისი გაუქმების მიზეზი.


გურამ მაჭარაშვილი თქმით, საქართველო ევროპული ღირებულებებით ცხოვრობს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს არ შესწევს უნარი შეცვალოს ეს მოცემულობა.


„ვიზალიბერალიზაცია ჩვენ იმიტომ კი არ მოგვცეს, რომ მათ აქ ფული გაუმჭვირვალედ ეხარჯათ, ვიზალიბერალიზაციას ქვეყანას ევროკავშირის 27 წევრი დამსახურების გამო აძლევს. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის, თუნდაც თეორიულად, გაუქმების საკითხი ვერ დადგება სხვა მოცემულობით. რა საფუძვლებითაც მოგვცეს, მხოლოდ ამ საფუძვლების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ეს საკითხი რისკის ქვეშ დადგეს. ასე რომ, გამჭვირვალობა ვიზალიბერალიზაციასთან არაფერ შუაშია.

ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საზოგადოებას შეაშინებს იმით, რომ ვიზალიბერალიზაციას გააუქმებს და შემდეგ ხალხი ამას ხელისუფლებას დააბრალებს. არ არის ასე - ხალხი ხედავს, რომ საქართველოზე არის უპრეცედენტო და მასშტაბური ზეწოლა.


აქედან გამომდინარეობს ის წერილი, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ - ჩვენ, ქართველებს ევროპული ღირებულება უკვე გვაქვს, ამ ღირებულებით ვცხოვრობთ და ევროპულ ღირებულებას რეზოლუცია ვერ ადგენს. ეს რეზოლუცია, მათრახივით რომ იყენებს ევროპარლამენტი, სწორედაც რომ არაევროპულია, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ერთი მხრივ ვებრძვით რუსეთიდან ოკუპაციას, მეორე მხრივ, ჩვენი მეგობრებისგან მუქარას არ უნდა ვისმენდეთ და მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებზე უნდა ვსაუბრობდეთ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930