გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას

25-04-2024

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას პარტიის ოფისში გამართული ბრიფიგით გამოეხმაურა.


კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუციით „ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ

თავად ევროპულ ინსტიტუტებს.


„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება.დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება.
 
ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრისა და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც  ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო.
 
ამის პარალელურად, სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების" ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა. ევროდეპუტატები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საქართველოში საფუძველი, სადაც ადამიანის უფლება და სიტყვის და გამოხატვის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული.
 
სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ,  უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ  -  პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს.
 
ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად მათი სარწმუნოების, სქესისა, ორიენტაციისა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ  ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ, ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს,  მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია.
 
სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ გამჭვირვალობის კანონზე. მათი სურვილია,  ჩვენ ქვეყანაში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება. პარადოქსია, მაგრამ ამ ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის, სიბნელის მხარეს. თან ეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს პერიოდში თავად ევროკავშირი მიიღებს ბევრად უფრო მძიმე კანონს უცხოური დაფინანსების შესახებ. რეზოლუციაში ამ ჩანაწერით პირდაპირ გვითხრეს, რომ გვეკრძალება ჩვენ ის, რასაც თავად აკეთებენ. 
 
რაც შეეხება საკითხს რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან" დაკავშირებით - ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა  შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი. ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი ქმედება - რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ  ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ.
 
სამწუხაროდ, დღეს ევროპულ სტრუქტურებში ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს და მანკიერ ურთიერთობებს. მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას. დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930