გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციები რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში მთლიანად ჯდება და არაფერი საერთო ევროპულ ღირებულებებთან არ აქვს

25-04-2024

„ევროპარლამენტში შეუძლიათ ასეთი რეზოლუციები გამოაქვეყნონ, რაც მათ ისედაც შელახულ რეპუტაციაზე სირცხვილის კიდევ ერთი დიდი ლაქაა,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა დღეს ევროპარლამენტში მიღებული მორიგი რეზოლუცია შეაფასა.

 

ეკა სეფაშვილის თქმით, აქამდე ევროპარლამენტს არაერთი რეზოლუცია აქვს მიღებული, რომელიც მეტწილად ეფუძნება ცრუ ინფორმაციას და ევროპელი დეპუტატების ამგვარი ქმედებები მიანიშნებს იმას, რომ ისინი რადიკალური ოპოზიციის ნარატივს ასრულებენ.

 

„ეს რეზოლუცია თავიდან ბოლომდე იმეორებს რადიკალური ოპოზიციური პარტიების ნარატივს. მათი მანკიერი პრაქტიკა - საქართველოს წინააღმდეგ გაავრცელონ არასწორი და ცრუ ინფორმაცია გრძელდება. ჩვენ არაერთხელ გვიხილავს ისეთი რეზოლუციები, სადაც პირდაპირ იყო დეზინფორმაცია.

 

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაც პირველად არ გაჟღერებულა, სააკაშვილის გათავისუფლებაზეც საუბრობდნენ ადრე. ასე რომ, ევროპარლამენტის ეს რეზოლუციები რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში მთლიანად ჯდება და არაფერი საერთო ევროპულ ღირებულებებთან არ აქვს. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ჩანაწერი ავიღოთ - ევროპარლამენტი განიხილავს ევროკომისიის მოწონებულ ევროდირექტივას გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი პროექტი. ისინი გვესაუბრებიან ევროპულ ღირებულებებზე, როგორც გამჭვირვალობის დაუშვებლობაზე ერთ-ერთ სუვერენულ სახელმწიფოში, საქართველოში.

 

ეს კამპანია თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა აგებული და შანტაჟის გარკვეულ ნიშნებსაც შეიცავს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქრება. ეს აბსოლუტური სიცრუეა. ევროპარლამენტში შეუძლიათ ასეთი რეზოლუციები გამოაქვეყნონ, რაც მათ ისედაც შელახულ რეპუტაციაზე სირცხვილის კიდევ ერთი დიდი ლაქაა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930