გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპაში ასეთი დიდი ქვეყანა, საფრანგეთი ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, ეს სუვერენიტეტი ჩვენ, საქართველოს ყელზე დაგვადგება?!

26-04-2024

„ჩვენი პარტნიორები კითხვაზე, დაიცავენ თუ არა ისინი საქართველოს, გვპასუხობენ, რომ „რუსეთის ოკუპაციისგან ვერ დაიცავენ“ - ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ, ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს საქართველოში“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

 

მაჭარაშვილის შეფასებით, საფრანგეთს იცავს როგორც ევროკავშირი, ასევე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსი (NATO), ხოლო, აღნიშნული გაერთიანებები საქართველოს რუსეთის ოკუპაციისგან ვერ დაიცავს.

 

„ხალხის ძალის წერილზე ყველაზე კარგი გამოხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ჰქონდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ევროპამ უნდა აჩვენოს ამერიკას, რომ ის არ არის მისი ვასალი. ასევე, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ „დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია, შეიძლება ის მოკვდეს, ამიტომ უნდა მივიღოთ სარწმუნო, თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული ამერიკაზე.“ შესაბამისად, როდესაც ევროპაში ასეთი დიდი ქვეყანა, საფრანგეთი ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, ეს სუვერენიტეტი ჩვენ, საქართველოს ყელზე დაგვადგება?! - საფრანგეთს იცავს ნატო და ევროკავშირის ქოლგა, საქართველოს ეს ყველაფერი არ იცავს.

 

ჩვენი პარტნიორები კითხვაზე, დაიცავენ თუ არა ისინი საქართველოს, გვპასუხობენ, რომ „რუსეთის ოკუპაციისგან ვერ დაიცავენ.“ ამიტომ, ჩვენთვის მთავარია სტრატეგია, რომ იყოს სუვერენიტეტი, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს საქართველოში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930