გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ქაცარავა: გლობალური უსაფრთხოების   განმტკიცების საქმეში საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს

28-09-2018

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო ქაცარავას განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების   განმტკიცების საქმეში საქართველოს დიდი როლი აქვს.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე, თავის გამოსვლაში სწორი აქცენტები გააკეთა.

 

,,პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა  თავისი გამოსვლის დროს გაეროში, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ელაპარაკო მსოფლიოს. პირველ რიგში მან აქცენტები გააკეთა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, მეორეს მხრივ ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც სტაბილურ, დემოკრატიულ და უსაფრთხო ქვეყნად, რომელმაც აირჩია განვითარების და პროგრესის გზა და სწორედ ამაზე გაკეთდა აქცენტები. ამავე დროს, საქართველო არის პატარა ქვეყანა, თუმცა მას აქვს ძალიან დიდი როლი გლობალური უსაფრთხოების   განმტკიცების საქმეში, სწორედ ამ საკითხებს შეეხო მამუკა ბახტაძე თავის გამოსვლებში“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31