გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთა პრემიერმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე

28-09-2018


პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მკაფიო გზავნილები გააკეთა.


მისივე თქმით, პრემიერმა საქართველო წარმოაჩინა, როგორც ძლიერი პარტნიორი, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

 

„მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამორჩეული იყო იმით, რომ მან საქართველო, თავისი ქვეყანა წარმოაჩინა, როგორც ძლიერი პარტნიორი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ძალიან მკაფიოდ იყო მის გამოსვლაში. მე ვფიქრობ, რომ სწორი აქცენტები გააკეთა პრემიერმა, როდესაც ისაუბრა რეგიონში საქართველოს როლზე, ისაუბრა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და ამავე დროს, მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს, რომ  საქართველოს განვითარების პროცესს კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი. ჩვენი ქვეყანა დღეს ნამდვილად მზად არის ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ბახტაძეს განათლება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის ქართულ ენაზე გამოვიდა გენერალური ასამბლეის წინაშე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს აქვს უნიკალური კულტურა, ტრადიცია, ენა და კიდევ უფრო გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში.


ასევე, ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთა პრემიერმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, იმ პრობლემებზე, რასაც რუსული რბილი ძალა ჰქვია და იმ მძიმე დარღვევებზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და ამაზე პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის მტკიცე და ურყევი. ეს არის დასავლეთში და დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაცია, ეს არის ნატო და ევროკავშირი, რაც პრემიერ-მინიტრმა კიდევ ერთხელ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031