გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს მსოფლიო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა

28-09-2018

საქართველოს პერმიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მსოფლიოში უსაფრთხოების ეროზია მიმდინარეობს, რაშიც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთის ფედერაციის აგრესიამ დიდი წვლილი შეიტანა.

 

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა წარმატებული და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებულია.

 

„მსოფლიოში მიმდინარეობს უსაფრთხოების სისტემის ეროზია და ბუნებრივია, ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ.

 

ვფიქრობ, მსოფლიო თანამეგობრობას ძალიან კარგად ესმის უსაფრთხოების ფასი და ის, რომ საჭიროა ახალი ინიციატივები, პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, რომ უსაფრთხოება ყველგან იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, სადაც საქართველო მდებარეობს. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის არაღიარების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზეწოლაა ბევრ ქვეყანაზე რომ მათ  ეს ნაბიჯი გადადგან. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა თუ  არც ჩავთვლით ისეთ რეჟიმებს, როგორიც არის სირიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის  ძალიან წარმატებული და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031