გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავხადოთ აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობები  უფრო მყარი და მტკიცე

28-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გასამყარებლად კონკრეტული ხედვა აქვს.


პრემიერმა მისი აშშ-ში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის, საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო დეპარტამენტის და საექსპერტო საზოგადოების მხრიდან საქართველოს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა რეფორმების გატარების მიმართულებით და იმ მისწრაფებებში, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა.


„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწორედ საქართველო არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა დონეზე კონსენსუსი არსებობს.


ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გავხადოთ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცე და მყარი. ეს ეხება ძირითადად ორ განზომილებას - ეს გახლავთ თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით და მეორე - ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, სადაც დავიწყეთ დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის და მოვისმინეთ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი სიტყვები ამ იდეასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31