გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება

27-04-2024

საქართველო პოზიციონირებს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი სახელმწიფო. ასე რომ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტები, რომელთა მიზანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარება.


„ჩქაროსნული მაგისტრალები, სადაც ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ, ასევე რკინიგზა, ახალი პორტები და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურება ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას. ყოველივე ეს არის იმ მრავლობითი ინიციატივის ნაწილი, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორისაა შუა დერეფანი, აბრეშუმის გზა და სხვა ინიციატივები, რომელთა მთავარი მიზანი რეგიონული თანამშრომლობის გაზრდაა. დღეს ქვეყანა დიდ სარგებელს იღებს ამ ტიპის ინიციატივებიდან და ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს ამ ტიპის პროექტებში. ასე ვიტყოდი: ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის ფლაგმანი საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის კონტექსტში, არის შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელი, რომელიც უკვე ევროკავშირის საინვესტიციო გეგმის ფლაგმანურ პროექტად იქცა. ეს პროექტი შემდეგ მიზანს ემსახურება: გვქონდეს პირდაპირი კავშირი ევროკავშირთან და ეს არის დიდი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რათა განახორციელოს განახლებადი ენერგიის ექსპორტი ევროკავშირში, რადგან თუ თქვენ ნახავთ ელექტროენერგიის გენერაციის კომპონენტებს საქართველოში - 80-ზე მეტი მწვანე და განახლებადია და ძირითადად, ჰიდრო და ქარის ენერგომატარებლებიდან მოდის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


აღნიშნული დისკუსია აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა „ADB Insight"-ის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობენ ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო. დისკუსიას უძღვებოდა ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო.


დისკუსია წინ უსწრებდა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას, რომელიც თბილისში 2-5 მაისს იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930