გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება, არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში - იაგო ხვიჩია

27-04-2024

„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „დღის ამბებში“ განაცხადა.


იაგო ხვიჩია არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ სწორედ არასწორი აზრის გავრცელების გამო აქვთ სახელი გატეხილი.

მისივე თქმით, საჭიროა ამერიკელებთან იმაზე საუბარი, რომ ხალხს მათი წარმომადგენლები არ ეზიზღებოდეს.


„მე მომწონს, არ მომწონს, ეს სხვა საკითხია. ბევრი კარგი რამ გაუვრცელებიათ და ბევრი საქველმოქმედო პროექტი გაუკეთებიათ. ბევრი არასწორი აზრი გაუვრცელებიათ და ის არასწორი აზრების გავრცელება არის ის, რაც სახელს უტეხს ამ ორგანიზაციებს. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ამერიკელებს, რომ მათ ეს ხალხი არ წარმოადგენდნენ. უნდა ველაპარაკოთ როგორ შეცვალონ, რომ რეპუტაციულად დამაზიანებელი არ იყოს მათი მიტინგზე გამოსვლა, რომ მათი წარმომადგენლები ხალხს უბრალოდ არ ეზიზღებოდეს,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031