გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას აშშ, ევროკავშირი და ყველა პარტნიორი ქვეყანა 100 პროცენტით უჭერს მხარს

28-09-2018

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირსა და ყველა პარტნიორ ქვეყანაში 100 პროცენტით უჭერენ მხარს.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეს ინიციატივა საქართველოს საშუალებას მისცემს,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული დეპოპულაციის პროცესი შეაჩეროს. 

 

„ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში, ევროკავშირში და ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა 100 პროცენტით უჭერს მხარს ამ ინიციატივას.

 

მე დღეს გაეროს ტრიბუნიდან პირდაპირ განვაცხადე, რომ რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ გვაქვს ინიციატივები, როგორ შევაჩეროთ  ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორ შევქმნათ პლატფორმა დიალოგისთვის და საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეთ წვდომა განათლებისა  და ჯანდაცვის სერვისებზე, კომერციულ საქმიანობაზე, რათა ჰქონდეთ ელემენტარული საშუალება, თავიანთი ოჯახები გამოკვებონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ  ამ ინიციატივის იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031