გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენ პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან გვაქვს და ეს მსოფლიომ კარგად უნდა იცოდეს

28-09-2018

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური კონფლიქტის შესახებ მსოფლიომ კარგად უნდა იცოდეს.

 

მისი თქმით, პოლიტიკური კონფლიქტის დარეგულირება პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია. 

 

„ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს.

 

27 სექტემბერს აგრესიულმა ძალამ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და შემდეგ, 10 წლის წინ, ეს უკვე გადაიზარდა სრულმასშტაბიან ოკუპაციაში. ჩემი დღევანდელი გზავნილი მსოფლიოს მიმართ იყო ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს. როდესაც არსებობს პოლიტიკური კონფლიქტი, მისი დარეგულირება შესაძლებელია, თუ ამასთან ერთად არსებობს პოლიტიკური ნება. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ვდგავართ მშვიდობის გზაზე და დარწმუნებული ვარ, ის სტრატეგია, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და გადაქცევას რეგიონის ცენტრად, აუცილებლად მოიტანს სანატრელ შედეგს ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო საერთო სამშობლოა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31