გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავღანეთში კიდევ ერთი ქართული კონტინგენტის გაემგზავრა

28-09-2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი და IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩასართავად მზადაა. დღეს ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.


სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და ყურადღება მსოფლიოს უსაფრთხოებასა და მშვიდობის განმტკიცებაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება უსურვა. სამშვიდობო კონტინგენტს მისიის წარმატრებით განხორციელება უსურვა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა კი სამხედროებს ქართულად მიმართა.


II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს. IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული კი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის 11-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს, ხოლო IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული როტაციის წესით II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031