გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნოდარ ხადური: მე არ ვიცი რაზე საუბრობდა ჩანაწერებში ორი ადამიანი

28-09-2018

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მას „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავცელებულ ჩანაწერებთან არანაირი კავშირი არ აქვს.


გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადური სავარაუდოდ ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურაა.

 

„მე არ ვიცი რაზე საუბრობდა ჩანაწერებში ორი ადამიანი. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელ თემებზე საუბრობდნენ, იმიტომ, რომ ნოდარ ხადურს არავისთვის არასდროს არაფერი უთხოვია.  მას არავისთვის არ მიუცია რწმუნება, რომ მისი სახელით ესაუბრა ბიზნესსუბიექტებთან. ნოდარ ხადურს ასე არ უცხოვრია და არც უმუშავია. ნოდარ ხადურის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს ის იყო, რომ საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, ისევე, როგორც საგამოძიებო სამსახური გათავისუფლდა და იქ აღარ იყო პოლიტიკური წნეხი ისევე, როგორც ეს წინა წლებში იყო. ეს არის ნოდარ ხადურის გაკეთებული საქმე. არც ერთი კითხვის პასუხს არ გავურბივარ და  გავცემ, მაგრამ არანაირად, მინდა გითხრათ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ვიქირაო თარჯიმანი  და ადვოკატი, ძალიან ცდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე კითხვებს არ გავურბივარ, მაგრამ არც არანაირი პასუხი არ მაქვს ამ კითხვებზე, იმიტომ რომ არ ვიცი რაზეა საუბარი,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31