გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს მიუხედავად იმისა, არის თუ არა მედიააქტივის მფლობელი

28-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, ვინმე პარალელურად მედია აქტივის მფლობელი არის თუ არა.

ეს განცხადება მან ტელეკომპანია ”იბერიასა” და "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

"საქართველოში არის კანონის უზენაესობა. ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, მან პასუხი უნდა აგოს. მეორე საკითხი რაც არის და რომელიც შეეხება საგადასახადო დავალიანებას, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფალ მასმედიასთან და ტელევიზიასთან.

ეს არის ქარხანა, კომერციული საქმიანობა, რომელიც აწარმოებს თამბაქოს და მას აქვს შესაბამისი გადასახადები, მათ შორის სააქციზო გადასახადი. გადასახადი კი საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს მიუხედავად იმისა, ვინმე პარალელურად არის თუ არა მფლობელი რაღაცა მედია აქტივის,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31