გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან კაკულია: ​ნამდვილად არ ვისურვებ ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც  თანამდებობის პირები ბიზნესზე ასეთ ზეწოლას განახორციელებენ

28-09-2018

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, იგი არ ისურვებდა იმ გუნდის წევრი იყოს, რომლის წევრებიც ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ.


რომან კაკულია ტელეკომპანია "იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მის ირგვლივ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების სახელით ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება.

 

"საკმაოდ შემაშფოთებელია ის ტექსტები, რომელიც ისმის. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, უკვე ტრადიციად ქცეული სიტყვა, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის რა არის აქ მთავარი გამოწვევა. 

იმედი მაქვს, რომ სასამართო ამ შემთხვევაში იქნება მაქსიმალურად ობიექტური და საზოგადოება პასუხს მიიღებს ამ ძალიან უცნაურ ტექსტებზე, რომლებიც თითქმის ყოველ დღე ისმის ტელევიზიით.


ეს არ არის ის მოლოდინი, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა "ოცნების" მიმართ. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ის პირი, რომელიც იქ მონაწილეობს, პირდაპირ კავშირში ნამდვილად არ არის „ქართულ ოცნებასთან“.


ავთენტურობას დაველოდოთ ახლა. სამწუხაროდ, ამ ქვეწყანაში არაავთენტური ჩანაწერების დიდი გამოცდილება და პრაქტიკა არსებობს.

ამასთან,  ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ბიზნესზე  ასეთ ზეწოლას განახორციელებენ.

მე დარწმუნებული ვარ რომ გამოიკვეთება სიმართლე, რომელიც ჩვენი გუნდის სასარგებლო იქნება და მე ამას ველოდები," - განაცხადა რომან კაკულიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31