გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი რუსეთისგან დევნილი, ემიგრაციაში იზრდებოდა, ვაშაძე კი რუსეთში ალხიმოვის სიძეობაში ვაჟკაცდებოდა

28-09-2018

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ვატო შაქარაშვილის საკთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც კითხვაზე, თუ რატომ სალომე ზურაბიშილი, პასუხს ფართოდ სცემს.

 

დეპუტატის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

 

„ჟურნალისტები ასე კითხულობენ ხოლმე, რატომ სალომე ზურაბიშვილიო და როგორც მისი მხარდამჭერი მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო.


არჩევანი ძალიან მარტივია!


აქეთ არის ევროპა, იქით არის რუსეთი.


აქეთ არის ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, იქით არის “კაცი” რომელსაც ომის შემდეგაც კი, რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან.


აქეთ არის ფრანგული დიპლომატიური სკოლა, იქით არის კგბ - ს სკოლა.


დაახლოებით ერთ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი რუსეთისგან დევნილი, ემიგრაციაში იზრდებოდა, ვაშაძე კი რუსეთში ალხიმოვის (საბჭოთა ბანკების გაერთიანების უფროსი) სიძეობაში ვაჟკაცდებოდა.


აქეთ არის პოლიტიკოსი, რომლის სახელსაც უკავშირდება რუსეთის ბაზების გაყვანა, იქით არის პოლიტიკური ძალა რომელმაც ეს ბაზები დააბრუნა ბევრად დიდი მოცულობით, კიდევ უფრო ახლოს.


აქეთ არის კანდიდატი, რომელიც არ ატყუებს ამომრჩეველს, იქით არიან კანდიდატები, რომლებიც ხალხს თავალში ნაცარს აყრიან.


აქეთ არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წლიდან ებრძოდა რეჟიმს, იქით არის ადამიანი ვინც აპირებს შეიწყალოს მწამებლები და კაციჭამიები.


აქეთ არის მომავალი პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას და სტაბილურობას გვპირდება, იქით არის კანდიდატი რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და დიდ არეულობას გვპირდება.


აქეთ არის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელმაც ამ ქვეყანაში ფაშისტური რეჟიმი დაასრულა, იქით არის ფაშისტური რეჟიმის ორი ქვედანაყოფის კანდიდატი.


აქეთ არის ევროპული, მშვიდი საარჩევნო კამპანია და იქით არის ისტერიული, გულისამრევი სიქაჯე.

აქეთ არის მსხვერპლი, იქით არის მოძალადე.


აქეთ არის სიკეთე, იქით არის ბოროტება.


განვრცობა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია სწორი არჩევანის გასაკეთებლად“ - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930