გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის

30-04-2024

„გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რამდენიც არ უნდა იყვიროს იმ უმცირესობამ, რომლისთვისაც გამჭვირვალობა და მდიდარი ენჯეოების ფინანსების საჯაროდ ხელმისაწვდომობა მიუღებელია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.


„დღეს სესიაზე გამჭვირვალობის კანონს მეორე მოსმენით განვიხილავთ. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ისევ შეეცდება რაიმე პროვოკაციის მოწყობასა და პროცესის ხელოვნურად გაწელვას. თუმცა ეს მათ ვერ უშველით, ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენი ეროვნული ინტერესია.


არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა და სხვათა შორის, დასავლეთიდან იყო მოთხოვნა, რომ ეს სფერო გამჭვირვალე უნდა გამხდარიყო. ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს.


ასე რომ, ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რამდენიც არ უნდა იყვიროს იმ უმცირესობამ, რომლისთვისაც გამჭვირვალობა და მდიდარი ენჯეოების ფინანსების საჯაროდ ხელმისაწვდომობა მიუღებელია,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930