გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო

30-04-2024

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით გადააჭარბა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო - წინა წელთან შედარებით ის 1.5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა - 807.7 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული შედეგი კოვიდ - პანდემიანდელ მდგომარეობას 39.6%-ით აჭარბებს.


„მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ევროკავშირიდან და ყურის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯების ზრდის კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, რაც ასევე დადებითად აისახება ტურისტებისა და სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე. საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ზრდის მიზნით, ჩვენ ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიებს, რათა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია მდგრადად და დივერსიფიცირებულად განვითარდეს, ასევე მივიღოთ მეტი შემოსავალი ტურიზმიდან და მეტ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლოთ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


2024 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან (48.0%-ით), თურქეთიდან (22.0%-ით), აზერბაიჯანიდან (44.1%-ით) და სხვ. 2024 წლის პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონით გამოირჩევა: ისრაელი (231.3%), საუდის არაბეთი (185.7%), ევროკავშირი (182.0%) თურქეთი (147.1%) და სხვ. აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსავლებმა 2019 წლის დონეს გადააჭარბა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930