30-04-2024
ქალაქ კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის 11 ქუჩაზე განხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს 3 860 გრძივი მეტრი ა/ბეტონის საფარის მოწყობას: ბარნოვის, ასათიანის, 9 აპრილის, გოგებაშვილის, პეტრიწის, ჩახრუხაძის, ორბელიანის, იას, ლაშქარაშვილის,ქვათახევის და ცაგარელის ქუჩებზე. აღნიშნული ქუჩებიდან წყალარინების სისტემა 9 ქუჩაზე მოეწყობა.
პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე წყალარინების სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.
პროექტი ფინანსდება რეგიონის განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ღირებულება შეადგენს 3 285 081 ლარს.
გარდამავალი პროექტის განხორციელება შპს „ქცია“ -მ 2024 წელს დაიწყო და 2025 წელს დაასრულებს.