გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის სახლში რიგების გამო მომსახურებას უამრავი ადამიანი ელის

28-09-2018

იუსტიციის სახლში უამრავი მოქალაქე მომსახურებას ელის. მოქალაქეებს გრძელ რიგში უწევთ დგომა. იუსტიციის სახლში გრძელი რიგი იმ მძღოლებმა გამოიწვიეს, რომლებიც ტაქსის ლიცენზიის აღებას ცდილობენ.


ლიცენზიის აღების ვადა 1-ლ ოქტომბერს იწურება. ტაქსის მძღოლები, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ, პირველი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.


„ჯერ ისედაც ვერაფერს ვშოულობთ და ახლა ეს 100 ლარი მოაქუჩე, მოდი, გადაიხადე, წაბრძანდი სახლში და მე უნდა ვიყო სახლში, პენსია ჩვენ არ გვაქვს, არაფერი ჩვენ არ გვაქვს, რით რა გავაკეთოთ. ცოტა ადრე გამოეცხადებინათ, ის უფრო უკეთესი იქნებოდა, რაღაცას ვიშოვიდით, მაგრამ დღესდღეობით, რომ არ არის, ეგ არის უბედურება,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.


მძღოლმა ერთწლიანი ნებართვის მისაღებად 100 ლარი უნდა გადაიხადოს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31