30-04-2024
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები განვითარების ფინანსური ინსტიტუტების (Development Finance Institutions) მაღალი რანგის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკის(EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ინტერ ამერიკული განვითარების ბანკის (IDB), მსოფლიო ბანკის (WB), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გახსნა, რომლის თქმით, აღნიშნული შეხვედრის ეროვნულ ბანკში ჩატარება დიდი პატივია და ეს სიმბოლურია, რადგან ხაზს უსვამს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმ რეფორმებისადმი, რომელსაც საქართველო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით ახორციელებს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების განვითარების სფეროში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი ფინანსური ბაზრების განვითარების საკითხები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი და მიდგომები, ასევე წარმატებული მაგალითები. ეროვნულმა ბანკმა DFI-ს წარმომადგენლებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
DFI-სთან ერთობლივი შეხვედრა წელიწადში ორჯერ ტარდება. ამჯერად აზიის განვითარების წლიური შეხვედრების პარალელურად იმართება და მისი მასპინძელი, როტაციის პრინციპით სწორედ აზიის განვითარების ბანკია.