გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: „მეათერთმეტე“ ჟამს მხოლოდ რწმენისკენ მოსულებს აჯილდოებს უფალი ისევე, როგორც თავიდანვე რწმენაში მყოფთ, ხოლო „მეათერთმეტე“ ჟამის ევროპარლამენტარებზე ეს ფორმულა არ მუშაობს

30-04-2024

„მეათერთმეტე" ჟამს მხოლოდ რწმენისკენ მოსულებს აჯილდოებს უფალი ისევე, როგორც თავიდანვე რწმენაში მყოფთ. ხოლო „მეათერთმეტე“ ჟამის ევროპარლამენტარებზე ეს ფორმულა არ მუშაობს, გარდა იმ მიწიერი ლუციფერისეული ჯილდოსი, რომლის ათვისებას ეს ევროკორუფციონერები ასე ჩქარობენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წვერი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ევროპარლამენტარ მარიამ ლექსმანის მიერ გამოთქმულ კრიტიკას აფასებს.


როგორც ქართველიშვილი წერს, „უკბილო ბალაგანს დაემსგავსა „ბოლო ჟამის" პირას მისული მსოფლიოს მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ომი.“

„მეათერთმეტე" ჟამს მხოლოდ რწმენისკენ მოსულებს აჯილდოებს უფალი ისევე, როგორც თავიდანვე რწმენაში მყოფთ. ხოლო „მეათერთმეტე" ჟამის ევროპარლამენტარებზე ეს ფორმულა არ მუშაობს, გარდა იმ მიწიერი ლუციფერისეული ჯილდოსი, რომლის ათვისებას, (როგორც ჩანს), ეს ევროკორუფციონერები ასე ჩქარობენ. ძირითად დროშივე რომ აგებ ნულით სამს და დამატებული შვიდიდან, მეხუთე წუთზე მსაჯისგან რომ ითხოვ ერთდროულად არარსებული ოთხი პენალტის დანიშვნას მოწინააღმდეგის კარში, მაშინ როდესაც მატჩის კომისარისთვისაც კი ცნობილია თამაშის შედეგი - აი ამ სიგიჟეს და უკბილო ბალაგანს დაემსგავსა „ბოლო ჟამის“ პირას მისული მსოფლიოს მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ომი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930