გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სიდედრის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

28-09-2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ.კ.-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის დედას მ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, თავის არეში ხელის დარტყმით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ვ.კ. 2018 წლის 21 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით)წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031