გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი ანა წითლიძესთან დაპირისპირებაზე: ეს ხალხი მოწყურებულია ძალადობას, ისინი არიან პირსისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები

1-05-2024

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მასა და ანა წითლიძეს შორის პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, წითლიძე არის პირსისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი და სანამ ეს რეჟიმი არ გასამართლდება, მანამდე ქვეყანაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს.


„ყველა კარგად ვხედავდით რას ითხოვდა - ითხოვდა რევოლუციას და ფიზიკურ დაპირისპირებას. ეს ხალხი მოწყურებულია ძალადობას, ისინი არიან პირსისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სანამ არ გასამართლდება ეს რეჟიმი და არ აიკრძალება „ნაციონალური მოძრაობა“, მანამდე სულ ვიქნებით ამ ძიძგილაობაში. სწორედ ამიტომ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.


ცნობისთვის, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე და „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

წითლიძემ მაჭარაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მაჭარაშვილმა წითლიძეს საპასუხოდ მოღალატე უწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031